ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციიდან სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გაუგზავნეს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციამ 13 ივნისს თბილისში, სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გაუგზავნა.
ორგანიზაციაში დაზარალებულთათვის საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მოსახლეობამ მიიტანა.
"ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ერს უნდა გააჩნდეს, ესაა ერთად დგომა. საჭირო და კრიტიკულ მომენტში ჩვენს ერს შეუძლია საერთო იდეის გარშემო კონსოლიდირება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გია თევდორაძე.
სტიქიით დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთები ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ქუთაისის მერიამაც შეაგროვა.

დეა მანაგაძე

Print