ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულება მოეწყობა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულება გაიმართება.

ღონისძიება სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  23 დეკემბერს, (19:00 საათზე)   რესტორან "ასტორიაში" მოეწყობა.

" დაახლოებით,  გათვლილი იქნება 1 500 სტუდენტზე. თუმცა, მანამდე მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რომელსაც მიმდინარე კვირაში გამოვაცხადებთ. სწორედ მიხედვით გაირკვევა რამდენი მათგანი დაესწრება წვეულებას",  - ამბობს ჩვენთან საუბარში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

მისი თქმით,  საახალწლო წვეულებაზე ჯგუფი "ქუთაისელები" და თბილისიდან მოწვეული DJ  დაუკრავს. მოწვეულ სტუდენტებს კი სასმელით გაუმასპინძლდებიან.
Print