ახალი ამბები
"ტორპედოს" სპეციალურ პრიზს გადასცემენ
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ჩემპიონობისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულება დღეს, 12 დეკემბერს გაიმართება.

საფეხბურთო გუნდს სპეციალურ პრიზს "უფლებადამცველთა სახლის" წარმომადგენლები გადასცემენ.

"კოალიცია "უფლებადამცველთა სახლმა" დააწესა პრიზი - "სწრაფვა გამარჯვებისკენ". ეს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა გუნდს, რომელიც ასე ვთქვათ, წაგებულ თამაშს მოგებისკენ შემოაბრუნებს და გამარჯვებას მოიპოვებს. წელს ყველაზე მეტი მსგავსი შედეგი ქუთაისის "ტორპედოს" ჰქონდა, ამიტომ ამ გუნდს გადაეცემა თასი, სპეციალური სიგელი და უფასო იურიდიული მომსახურების ერთწლიან ბარათი," - განმარტავენ "უფლებადამცველთა სახლის" წარმომადგენლები.

ამასთანავე, ეროვნული ლიგის ყველა ფეხბურთელს გადაეცემა იურიდიული კონსულტაციის უფასო მომსახურების პაკეტი.


ამავე თემაზე:


ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონი გახდა

Print