ახალი ამბები
2016 წლიდან ფოთლების დაწვის გამო 200 ლარიანი ჯარიმა დაწესდება
FaceBook
ჯარიმა იქნება ასევე, გარემოს 2 კგ ნარჩენით დაბინძურებაზე  (80 ლარი), 150 ლარი და უფრო მეტია გათვალისწინებული 2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე. საქართველოში ამდროისთვის 51 ნაგვასაყრელი ფუნქციონირებს, რომელთაგან მოქმედი 41-ია. აღნიშნული ნაგავსაყრელების სრულად დახურვა და ახლის მოწყობა 8 წელიწადში უნდა მოხდეს. აღნიშნულის შესახებ, იმერეთის სამხარეო საკონსულტაციოზე სხდომაზე, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნაჩენების მართვის გაუმჯობესების" წარმომადგენლებმა განმარტეს.
მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, 10 რეგიონული ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი უნდა მოწყოს.
"იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი არა მხოლოდ იმერეთს, არამედ რაჭასაც მოემსახურება", - აღნიშნეს  შეხვედრაზე.
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედარზე, ნარჩენების მართვის საკითხებზე, იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი მოვალეობები.
"2016 წლისთვის არის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ეკისრება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ამიტომაც აქედანვე  უნდა მოხდეს თქვენი და შემდეგ მოსახლოების სწორად ინფორმირებულება", - განმარტეს შეხვედრაზე.
2016 წლის იანვრიდან საკუთარ ეზოებში ფოთლების დაწვის გამო ფიზიკური პირები  200 ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმა იქნება ასევე, გარემოს 2 კგ ნარჩენით დაბინძურებაზე (80 ლარი), 150 ლარი და უფრო მეტია გათვალისწინებული 2 კგ. ზე მეტი ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე.
"თუმცა, მითითებული იქნება კანონში კონკრეტულად რა შემთხვევაში იქნება დაჯარიმებული ფიზიკურ პირი. ასევე, განსაზღვრული იქნება სოფლებისა და ქალაქის მაცხოვრებელებისთვის რა კონკრეტულ შემთხვევაში იქნება სანქცია განსაზღვრული", - განმარტა ზემოთ აღნიშნული პროექტის ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში, ნუგზარ ბუაჩიძემ.
ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახური, პოლიცია და გარემოს დაცვის სამსახური - ეს უწყებები იმუშავებენ ფიზიკური თუ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე.
Print