ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში, უამინდობის გამო, ავიარეისების განრიგი შეიცვალა
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ლონდონი-ქუთაისი W66424 ლუტონის აეროპორტში უამინდობის გამო გადაიდო და შესრულდება დღეს, 11 დეკემბერს.
ლონდონიდან გამოფრინდება 11:10 სთ-ზე (ლონდონის დროით), ქუთაისში ჩამოფრენის დრო - 20:15 სთ.

ცვლილება შეეხო სხვა რეისებსაც.

11 დეკემბერს 06:35 სთ-ზე დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან გაფრინდება 16:30 სთ-ზე.
ბერლინში ჩაფრენის დრო - 17:40 სთ (ბერლინის დროით)

ბერლინიდან ბორტი გამოფრინდება 11 დეკემბერს 18:10 სთ-ზე (ბერლინის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო - 12 დეკემბერი, 01:05 სთ.

ქუთაისი-მილანის რეისი W66411 ქუთაისიდან გაფრინდება 11 დეკემბერს, 20:45 სთ-ზე. მილანში ჩაფრენის დრო - 11 დეკემბერი, 22:10 სთ (მილანის დროით).

მილანიდან რეისი W66412 გამოფრინდება 11 დეკემბერს, 22:40 სთ-ზე (მილანის დროით). ქუთაისში რეისი ჩამოფრინდებაა 12 დეკემბერს, 05:45 სთ-ზე.


დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის საინფორმაციო სამსახურს : 0431 23 70 00; 0431 23 70 01.
Print