ახალი ამბები
ქორწინების წახალისება საქორწინო კაბით
FaceBook
2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ჭიათურელ პატარძლებს საქორწინო კაბებს საჩუქრად გადასცემენ.
ამის შესახებ ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ინა ასანიძემ გაგვიცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქორწილო კაბებს ჭიათურის რიტუალების სახლს ორგანიზაცია "მარიგოლდი" გადასცემს.

ინა ასანიძე განმარტავს, რომ აქციის მიზანი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ქორწინების წახალისება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

"მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა არის მაღალმთიანი ზონა, სადაც,  შობადობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე სიკვდილიანობა. ეს არის ორგანიზაცია "მარიგოლდის" ხელმძღვანელების ინიციატივა. ისინი წარმოშობით არიან ჭიათურიდან და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი რეგიონისთვის ეს საჩუქარი გაეკეთებინათ," - ამბობს ინა ასანიძე.

მისივე თქმით, პატარძლები კაბებთან ერთად უსასყიდლოდ თბის ვარცხნილობასა და მაკიაჟსაც გაიკეთებენ.

ჭიათურაში ადგილობირივ მუნიციპალიტეტისა და ორგანიზაცია "მარიგოლდის" ინიციატივით, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა, რომლის ფარგლებში საქორწინო კაბების პოდიუმი ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო.

Print