ახალი ამბები
ვიზეარი ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა
FaceBook
ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად ვიზეარი ინდუსტრიის კონკურენტებმა დაასახელეს.
აღნიშნულის თაობაზე, კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი მაია ჩიტაია საუბრობს. მისი ინფორმაციით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა 100-ის წლის ევროპული ავიაკომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა. ჯილდო მთავარ კომერციულ დირექტორს, ოვეინ ჯონსს ლონდონში, კონფერენციაზე "ავიაკომპანიის ეკონომიკის ზრდის საზღვრები 2017" გადაეცა.

"ჩვენ ვამაყობთ, რომ მივიღეთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო. 2017 წელი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო გამომდინარე იქიდან, რომ 24%-იანი ზრდის მაჩვენებელს და მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მივაღწიეთ; გაიზარდა ჩვენი ქსელიც და კომპანია ამჟამად მომხმარებლებს 43 ქვეყნის მიმართულებით 550-მდე მარშრუტს სთავაზობს.დამატებითი 146 უახლესი ტექნოლოგიის თვითმფრინავის შეკვეთა საშუალებას მოგვცემს, წინსვლა და ზრდა ათწლეულობის მანძილზე გავაგრძელოთ, მომხმარებლებს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უფრო დაბალბიუჯეტიანი ფრენის შესაძლებლობა შევთვაზოთ და ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ვიქცეთ," - აცხადებს ოვეინ ჯონსი.

მაღალი ხარისხის ჯილდოების მფლობელები, რომლებიც საჰაერო ინდუსტრიაში წლის საუკეთესო მოღვაწეობით გამოირჩევიან, ინდუსტრიის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.

10 000-ზე მეტმა გლობალურმა დისტრიბუტორმა ისინი 2 თვის განმავლობაში შეაფასა.

"ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით ახორციელებს.

"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
Print