ახალი ამბები
სინიპტიკოსები დასავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.
მაღალმთიან რეგიონებში კი სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ.

"ზოგან იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 6 - 11 გრადუსი, მთიან რაიონებში 2-7, მაღალმთიან რაიონებში კი -5, –0 გრადუსი იქნება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ამ კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში დროგამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს.
Print