ახალი ამბები
სასტუმროებში მომსახურების კულტურის ასამაღლებლად მენეჯერებს გადაამზადებენ
FaceBook
სასტუმროებში მომსახურების კულტურის ასამაღლებლად "სერვის პლუს ჯეორჯიას", "ინტენსიური განათლების ცენტრის" ინიციატივითა და ქუთაისის თვითთმართველობის მხარდაჭერით პროექტი იწყება.

ამის შესახებ ქუთაისში, სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" გამართულ პრეზენტაცია ისაუბრეს. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, სტუმართან უკუკავშირისა და თანამშრომელთა განვითარების გზების დახვეწა იგეგმება.

"ქუთაისში მსგავსი პროექტის დაწყების სურვილი იმიტომ გაგვიჩნდა, რომ ხშირად ვხვდებოდით პრობლემებს მომსახურების სფეროში", - ამბობს "სერვის პლუს ჯორჯიას" დამფუძნებელი, ხატია მათიკოშვილი.

მომზადებული ინიციატივა 6 კონკრეტულ ნაბიჯს მოიცავს. რამდენიმე მათგანი უკვე რეალიზაციის პროცესშია. ესენია: სასტუმროს მენეჯერებისა და თანამშრომელთა გადამზადება, ტრენინგები სასტუმრო მარკეტინგსა და პიარში, რესტორნის მენეჯერების გადამზადება და სხვა.

პროექტში პირველ ეტაპზე ქუთაისში მოქმედი 15 სასტუმრო ჩაერთვება.
Print