ახალი ამბები
11 დეკემბრიდან მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტო ყოველდღე იმუშავებს
FaceBook
მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შსს მომსახურების სააგენტო წლის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

სააგენტოს ქუთაისის ფილიაში მიმდინარე წლის 11 დეკემბრიდან მოქალაქეებს არასამუშაო დღეებშიც მოემსახურებიან - შაბათს 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.


Print