ახალი ამბები
11-დან 15 დეკემბრის ჩათვლით რიკოთის საავტომობილო გვირაბზე მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის საავტომობილო გვირაბზე შეზღუდვას აწესებს.

მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება.

უწყებაში ამბობენ, რომ ეს რიკოთის საავტომობილო გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლებას უკავშირდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ღამის საათებში რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება, სადაც დროის ამ პერიოდში 2 სხვადასხვა ადგილას საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა უზრუნველყოფილი იქნება.




Print