ახალი ამბები
წყალტუბოში ყოფილი თანაკლასელის მიერ მოკლულ მოზარდს 9 დეკემბერს დაკრძალავენ
FaceBook
წყალტუბოში, ყოფილი თანაკლსელის მიერ მოკლული 17 წლის თორნიკე ბაღაშვილს, დღეს დაკრძალავენ.
უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის, ღამის საათებში მოხდა. დაახლოებით, 2 საათზე დაჭრილი ბიჭი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული.

საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომლესაც უკვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).


ამავე თემაზე:

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

ოფშკვითში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს


წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ობილურით გახსნილი მოზარდის მკვლელობის საქმე


წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

"თავს ნაწილობრივ ვთვლი დამნაშავედ" - სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს

ოფშკვითში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს




Print