ახალი ამბები
ვანში ადიდებულმა მდინარე ჭიშურამ მოსახლეობის ეზოები დატბორა
FaceBook
ვანში სტიქიის შედეგად სოფელ შუამთაში წყალი ხუთი მოსახლის  ეზოებში შევიდა.  უხვი ნალექის შედეგად მოდიდებულია მდინარე ჭიშურა. ვანის მერიაში აცხადებენ, რომ მდინარე კალაპოტოდან გადმოვიდა და ახლოს მცხოვრები მოსახლეების ეზოები დატბორა. ამ დროსითვის ადგილზე მძიმე ტექნიკა და ტრაქტორი მუშაობს.

"წყალი  ხუთი მოსახლის ეზოში შევიდა.  ყველაფერი კეთდება, რომ წყალი სახლში არ შევიდეს",  - აცხადებენ ვანის მუნიციპალიტეტში.

ვანში მოსული უხვი ნალექის შედეგად ზემო ვანსა და სოფელ გადიდს შორის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა აიკრძალა.


ამავე თემაზე:

სტიქია ვანში - წაღებულია ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა



Print
თეგები: #სტიქია #ვანი