ახალი ამბები
ქუთაისში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 237 მოსწავლე გამოვლინდა
FaceBook
2016-2017 სასწავლო წელს ქუთაისში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 237 მოსწავლე გამოვლინდა.

აქედან, 174 ოქროს, დანარჩენი კი ვერცხლის მედლის მფლობელია. განათლების სამინისტრომ მათი სია გამოაქვეყნა.

უწყების მონაცემების მიხედვით, მედალოსანი მოსწავლეები ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლებიდან გამოვლინდა, ასევე ამ მონაცემებში შედის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

ოქროს მედალოსანი მოსწავლეთა რაოდენობით ქუთაისის #1 და #2 საჯარო სკოლები ლიდერობენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლოა, სიაში ცვლილება შევიდეს და მას მოსწავლეთა რაოდენობა კიდევ დაემატოს.

როდის მოხდება ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

საქართველოს მასშტაბით, ოქროსა და ვერცხლის მედლები 924 მოსწავლეს გადაეცემა.
Print