ახალი ამბები
ქუთაისში, ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები აღმაშენებლის გამზირიდან დაურიგდებათ
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათების გაცემა 25 დეკემბრიდან დაიწყება. პროდუქტების დარიგება აღმაშენებლის გამზირის #62–დან მოხდება. 

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც სოციალურად დაუცველი 2 000 ბენეფიციარისთვის სასურსათო ნობათების შეძენისთვის გამოცხადდა, დასრულდა.

სატენდერო დოკუმეტაციით, მოთხოვნილ ვალდებულელებს "შპს ტენდერი 123" შეასრულებს, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 49 980 ლარი  მიიღეო.

ახალი წლისთვის ქუთაისში მცხოვრებ 2000 ბენეფიციარს გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი გადაეცემათ. კუთვნილი ნობათის მისაღებად ბენეფიციარებს დრო 25-დან 28 დეკემბრამდე აქვთ.

საახალწლო ნობათების დარიგების პროგრამა ქუთაისის მერიამ 2016 წელსაც განახორციელა, სადაც 3 084 ბენეფიციარს სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ. რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71 500 ლარი დაიხარჯა.





Print