ახალი ამბები
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 11 დეკემბერს გადაეგზავნება
FaceBook
ქუთაისის 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას საკრებულოს კომისიები 11 დეკემბრიდან დაიწყებენ.
"ორშაბათს შემოვა ბიუჯეტის პროექტი და დავიწყებთ განხილვას კომისიებში", - ამბობს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაპირველად მე-5 მოწვევის საკრებულომ მიიღო. თუმცა, ქალაქის ახალმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ პროექტი მისი შესწავლის მიზნით უკან გამოითხოვა.

ახლა აღმასრულებელმა უწყებამ ბიუჯეტის პროექტი ისევ წარმომადგენლობით ორგანოს უნდა გადაუგზავნოს, რის შემდეგაც, ფინანსურ დოკუმენტს საკრებულო კომისიებში განიხილავს და კვლავ აღმასრულებელს დაუბრუნებს. საკრებულოს ამისთვის 10 დღიანი ვადა აქვს.

2018 წლის ბუჯეტის პროექტი სხდომაზე დასამტკიცებად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა.

ახალი ბიუჯეტი ქალაქმა 25 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

Print