ახალი ამბები
იმერეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
FaceBook
სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს.
15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა, ასევე დაეშვა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სტიქიისას გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
13 ივნისს თბილსში სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით 12 ადამიანია დაღუპული.
მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, 19 საათზე სამგლოვიარო აქცია გაიმართება.
Print