ახალი ამბები
„ბოდიში, რომ ეს ტრაგედია არ ვახსენე“ - პრემიერი წყალტუბოში მომხდარ მკვლელობაზე
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირკაშვილი, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
პრემიერმა საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით მოუბოდიშა რომ თბილისში ორი მოზარდის მკვლელობასთან ერთად, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში 17 წლის თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობის ფაქტი არ ახსენა. მას ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა.

"მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელმაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და პარალელურად, არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

მე მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ასეთი ტრაგედია ყველგან ჩვენთვის დიდი ტრაგედია და რეაგირებაც, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, 17 წლის მოზარდა მისმა ყოფილმა კლასელმა, გულის არეში დანით სასიკვდილო  ჭრილობა მიაყენა.


ამავე თემაზე:


მობილურით გახსნილი მოზარდის მკვლელობის საქმე

წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Print