ახალი ამბები
გუმათჰესზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა დაიწყო
FaceBook
"ენერგო პრო ჯორჯიამ" გუმათჰესზე მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია უკვე შექმნა. როგორც "ენერგო პრო ჯორჯია" იმერეთის სერვისცენტრში აცხადებენ, ადგილზე უკვე გავიდნენ სპეციალისტები, რომლებიც ხანძრის  შედეგებს სწავლობენ.

სერვისცენტრის ინფორმაციით, დამწვარია ძალოვანი ტრანსფორმატორი და გამანაწილებელი მოწყობილობა. გუმათჰესის ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავია დაღვრილი. 

გუმათჰესის -2 კასკადზე ხანძარი 6 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა, დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. ადგილზე მობილიზებული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დაახლოებით ერთ საათში მოახერხეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.


ამავე თემაზე:

ქუთაისში გუმათჰესი იწვის

გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო


გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)

შსს-მ გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

გუმათჰესზე ხანძარი ლოკალიზებულია
Print