ახალი ამბები
შსს-მ გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გუმათჰესის ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა.

"შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური", - ნათქვამია უწყების განცახდებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,  გუმათჰესის -2 კასკადზე ხანძარია. ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ტრანსფორმატორს უკიდია, ადგილზე ძლიერი დაკვამლინება შეინიშნება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში გუმათჰესი იწვის

გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო


გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)




Print