ახალი ამბები
გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო
FaceBook
რეპორტაჟი ხანძრის ადგილიდან. 

იმის გამო, რომ ხანძარი ძლიერდება და უახლოვდება ტრანსფორმატორს, სადაც დიდი ოდენობით ზეთი ასხია, არსებობს აფეთქების საფრთხე. 

უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს თანამშრომელთა და ჟურნალისტთა ევაკუაცია. 

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო მანქანებს დაამატებენ. 

ქუთაისში გუმათჰესის -2 კასკადზე ხანძარია. ცეცხლი ნახევერი საათის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ტრანსფორმატორს უკიდია, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ძლიერი დაკვამლინება შეინიშნება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში გუმათჰესი იწვის

გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო


გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)

Print