ახალი ამბები
"იმერეთის საუკეთესო მოხალისე" აკაკი გურგენიძე გახდა
FaceBook
"საქართველოს მოხალისემ" იმერეთის საუკეთესო მოხალისწდ აკაკი გურგენიძე დაასახელა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "მოხალისეობის განვითარების პროგრამის - საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში 5 თვის განმავლობაში ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობები 64 მუნიციპალიტეტში, რომელშიც 128 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

მოხალისეების დაჯილდოვება და პროგრამის დახურვა ხუთ დეკემბერს, მოხალისეთა საერთაშორისო დღეს ტექნოპარკში ჩატარდა.მოხალისეები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.

პროგრამა "საქართველოს მოხალისე" უკვე მესამე წელია ხორციელდება.


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print