ახალი ამბები
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენია
FaceBook
ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სპორტსმენმა ორჭიდში 477 კილოგრამი დაიმორჩილა.

ლაშა ტალახაძეს გამარჯვება იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ მიულოცა.

"მიხარია, რომ მსოფლიო დონის ფალავანი არის იმერეთიდან და ჩვენ ყველა მის ორთაბრძოლას განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ. ეს არის სპორტსმენი, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია გამარჯვებაზე. იმერეთი ამაყობს ლაშა ტალახაძის წარმატებებით," - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ლაშა ტალახაძემ, ჯამში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი დაამყარა.

Print