ახალი ამბები
"თავს ნაწილობრივ ვთვლი დამნაშავედ" - სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული
FaceBook
წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. აღნიშნული განცხადება ბრალდებულმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. 

,,ჩემი კლასელი იყო,მაგრამ არ ვიცოდი არასრულწლოვანი თუ იყო,ამიტომ თავს ნაწილობრივ ვთვლი დამნაშავედ"- ასე უპასუხა, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, მოსამართლის შეკითხვაზე -  ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სასამართლომ დღეს, 5 დეკემბერს  ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

საქმის მოსამართლე ციცინო სარალიძეა. 17 წლის ახალგაზრდას მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.საქმეში ბრალდებული მისივე თანასოფლელი 18 წლის ახალგაზრდაა,რომელიც პროცესს ესწრება.


ამავე თემაზე:

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ოფშკვითში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს


Print