ახალი ამბები
"ჩემი იდეაფიქსი არ არის რეორგანიზაცია"- ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი
FaceBook
ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების"  ახალი ხელმძღვანელი ფილიალებში რეორგანიზაციას  აუხლოეს მომავალში არ გეგმავს.
დავით წიტაიშვილის თქმით, ის ძველ კადრებთან მუშაობას გააგრძელებს და გაერთიანების საქმიანობას ერთი თვის განმავლობაში დააკვირდება. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მოხდება თუ არა კადრების შეცვლა საბავშვო ბაღებში.

"ჩემი იდეაფიქსი არ არის რეორგანიზაცია. მე ერთი თვე მაქვს ვადა იმისთვის, რომ დავაკვირდე მუშაობის სპეციფიკას, შევხდები აღმზრდელებს, აღსაზრდელებს და მშობლებსაც, სწორედ, ეს გვაჩვენებს ვინ დაგვტოვებს და ვინ დარჩება",  - ამბობს ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი. 

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, სადაც 642 აღმზრდელია დასაქმებული. ბაღებში 10 000–მდე აღმზრდელი ჰყავთ. 

ქუთაისის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების  ხელმძღვანელად  ქალაქის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წარმომადგენლი, დავით წიტაიშვილი 4 დეკემერს დაინიშნა.

დავით წიტაიშვილმა "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმადე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. იგი საარჩევნო კამპანიას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ ახორციელებდა.


Print