ახალი ამბები
ქუთაისში, "ყველაზე კრეატიული საახალწლო ნაძვის ხის" გამოსავლენად, კონკურსი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება "ყველაზე კრეატიული საახალწლო ნაძვის ხის" გამოსავლენად კონკურსს გამოაცხადებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, მასში მონაწილეობის უფლება აქვთ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სკოლებს, ორგანიზაციებს, ინდ.მეწარმეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს ნაძვის ხის გაფორმების ორიგინალობა და კრეატიულობა; ხელნაკეთი სათამაშოების დამზადებისა და გაფორმების ხარისხი", - აღნიშნავს კონკურსის იდეის ავტორი, მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, მაია მურუსიძე.

გამოვლინდება სამი გამარჯვებული ორგანიზაცია. გაიცემა პრიზები 300, 200 და 100 ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გადმოაგზავნონ კულტურის განყოფილების ელ.ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it 2017 წლის 20 დეკემბრამდე.

კონკურსი ჩატარდება მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის3 იანვარს.

დეკემბერს 12:00 - 16:00 სთ შედეგების გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება იმავე დღეს 17:00 სთ.

Print