ახალი ამბები
ხვალ ქუთაისში სამგლოვიარო აქცია გაიმართება
FaceBook
"სანთლებით, ყვავილებით, შავი ფერის ლენტებით.. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა"

15 ივნისი, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები. მომხდარის გამო ხვალ ქუთაისში, სამგლოვიარო აქცია გაიმართება. აქცია ამ წუთებში სოციალურ ქსელში დაიგემა.
"ქუთაისელებო, ხვალ 15 ივნისს, 19:00 საათზე ერთად მივაგოთ პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს. ვიკრიბებით თეთრ ხიდზე სანთლებით, ყვავილებით, შავი ფერის ლენტებით. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა!"
Print