ახალი ამბები
ხვალინდელი დღე უქმედ გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხვალინდელი დღე, 15 ივნისი უქმედ გამოცხადდება.

როგორც "ინფო9"-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

ასევე, 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო.

info9.ge
Print