ახალი ამბები
ექიმი: "ახალგაზრდა, რომ შემოიყვანეს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა"
FaceBook
წყალტუბოში ურთიერთშელაპარაეკების შედეგად დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გადაიცვალა.
,,პაციენტი შემოიყვანეს წუხელ. სასწრაფო დახმარების მიერ იქნა შემოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი. დათვალიერებით სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა ელექტროკარდიოგრამაზე იზოელექტრული ხაზი, " - ამბობს მარინა ფორჩხიძე.

წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მოკლეს. უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის, ღამის საათებში მოხდა. დაახლოებით 2 საათზე დაჭრილი ბიჭი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).



ამავე თემაზე:

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


Print