ახალი ამბები
საჯარო დაწესებულელებში სახანძრო უსაფრთხოების მონიტორინგს მუნიციპალიტეტები განახორციელებენ
FaceBook
საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ისეთ შონობებეში სადაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი იყრის თავს სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას მუნიციპალიტეტები განახორციელებენ.
ამის შესახებ დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს დაავალა.

თუმცა, მანამდე პრემიერ-მინისტრის დავალებით რეგიონებში უსაფრთხოების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

"რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, რის შემდეგაც უშუალოდ მუნიციპალიტეტებს დაევალებათ შესაბამის სამსახურებთან და სახანძრო სამაშველო სამსახურთან ერთად დაგეგმონ და შეამოწმონ სხვადასხვა დანიშნულების საჯარო შენობები", - გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაობის განხორციელება მუნიციპალიტეტებში უახლოეს მომავალში დაიწყება.
გიორგი კვირიკაშვილმა შენობებეზე მონიტორინგის განხორციელების დავალება 30 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გასცა.

პრემიერი 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
შეგახსენებთ, რომ მზგავსი ფაქტი ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს დაფიქსირდა, სასტუმრო "არმაზი" დაიწვა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Print