ახალი ამბები
როგორი იქნება ქუთაისის აეროპორტი რეაბილიტაციის შემდეგ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის აეროპორტის გაფართოების გეგმა ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა კომპანია - UN Studio - მ მოამზადა.

აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეაბილიტაციის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს სამჯერ გაზრდილი ახალი ტერმინალით მიიღებს.



"აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც განსაზღვრა ყველა იმ მომსახურების სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აეროპორტი. აეროპორტს ექნება 6 გასავლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეძლებს ჯამში საათში 1000 – 1100 მგზავრის გატარებას," - განგვიმარტეს  აეროპორტის ადმინისტრაციაში.



მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ანაგი" ახორციელებს, ხოლო სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

შპს "ანაგსა" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე 2017 წლის 31 აგვისტოს ტენდერის საფუძველზე გაფორმდა.

შპს "ანაგმა" ქუთაისის აეროპროტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდრულ დღეში უნდა შეასრულოს.

ტერმინალის მშენებლობისთვის 26 423 967 ლარის ღირებულების ტენდერი (170008659 ) "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" 26 ივლისს გამოაცხადა.

ქუთაისის აეროპორტთან, ასევე დაგეგმილია სარკინიგზო სადგულის მშენებლობაც. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ სარკინიგზო ლიანდაგის და სადგურის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.

Print