ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
FaceBook
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მოსვლის შემდეგ მერიის  ხუთი სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციით,  29 ოქტომბერს, თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება მერიის ცხრა სამსახურის უფროსმა დაწერა. თუმცა, მათგან მხოლოდ ხუთი დაკმაყოფილდა.

დაკავებული პოსტები პირადი განცხადებების საფუძველზე,  საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ავალიანმა; არქიტექტურისა და ზედამხედველობის, ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა, ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა,  ბაქარ ჭეიშვილმა;  ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა,  მალხაზ ბასილაძემ და საბინაო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამსახურის უფროსმა,  ვლადიმერ ნაკაშიძემ დატოვა.

"სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირადი განცხადების საფუძველზე დაწერეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ. აქედან,  დაკმაყოფილდა 5 განაცხადი, ხოლო,  ამ ეტაპზე, გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილებულა ადმინისტრაციული, კულტურის, სოციალურ საკითხთა და სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელი პირების განცხადებები,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ.

შესაბამისად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია, სამხედრო სამსახურის უფროსი ლერი ყენია, კულტურის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი და სოციალური სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე მათ მიერ დაწერილი განცხადების მიუხედავად თანამდებობებზე რჩებიან.

ქუთაისის მერიაში, რეორგანიზაციის ფარგლებში ქუთაისის მერმა, დღესვე ვიცე-მერები წარადგინა. ვიცე–მერის პოსტები გიორგი იობაშვილმა, ნინო თვალთვაძემ და იუზა უგულავამ დაიკავა.

გიორგი ჭიღვარია მუშაობას 29 ნოემბერს შეუდგა. მან პირველივე სამუშაო დღეს ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაანონსა.

Print