ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან დამსაქმებლები შეხვედრას გამართავენ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი მოეწყობა.
სასწავლებლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. კარიერის დღე წერეთლის უნივერსიტეტში 5 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება. სადაც მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა რეალურ დამსაქმებლებს გაესაუბრონ.

კარიერის დღეზე წარმოდგენილი იქნება, წერეთლის უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც სტუდენტებისთვის პრეზენტაციებს გამართავენ, ასევე ისინი ინდივიდუალურ გასაუბრებებს ჩაატარებენ თავად დასაქმების მსურველებთან.

დასაქმების დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წელსაც ჩატარდა,  სადაც 30-მდე ბიზნეს-ოპერატორთან მოხდა გასაუბრება. აღნიშნული პროექტი წერეთლის უნივერსიტეტში ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება.
Print