ახალი ამბები
სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია აირჩიეს
FaceBook
სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტმა ნინო ლომჯარია ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ნინო ლომჯარიას კონკურენციას "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი, გიორგი ფოფხაძე უწევრდა.

საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის შედეგად ლომჯარიამ 95 ხმა მიიღო, ხოლო ფოფხაძეს მხოლოდ 5-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნინო ლომჯარიას ომბუდმენის პოსტზე არჩევა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს პოსტზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ეწურება, რის შემდეგაც ომბუდმენის ნინო ლომჯარია გახდება. 








Print