ახალი ამბები
უვიზო მიმოსვლის 90 დღიანი ვადა 10 330-მა საქართველოს მოქალაქემ დაარღვია
FaceBook
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, სავარაუდოდ, საქართველოს 10 330-მა მოქალაქემ დაარღვია შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა.

სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1. რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული არ არის.


ამასთან, შსს-ს მონაცემების თანახმად, 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, შენგენის ზონაში 165 059-მა იმოგზაურა.

ეს სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

აქედან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა.

Print