ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს შეწყდება.
სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 9 იანვრიდან განახლდება, ხოლო 15 იანვრიდან ფინალური გამოცდები დაიწყება, რომელიც 25 თებრვილის ჩათვლით გასტანს. ამ პერიოდში ზამთრის სკოლისა და გამოცდების პერიოდის დასრულებაც იგეგმება . რაც შეეხება ე.წ ზამთრის არდადეგებს, ის სტუდენტებისთვის 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყება. 

წერეთლის უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 26 თებერვალს განახლდება. 

ქუთაისის საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დაიწყება.


ავტორი: მარიამ ირემაძე
Print