ახალი ამბები
ქუთაისის მერია ახალი წლის ღამეს 13 000 ლარის ღირებულების ფეიერვერკს გაუშვებს
FaceBook
ქუთაისის მერია ახალი წლის ღამეს დაგეგმილ კონცერტზე  13 000 ლარის ღირებულების ფეიერვერკს გაუშვებს.
ამ მიზნით,  მერიამ ელექტრონული შესყიდვა (SPA170015076) უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელმა სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლის  341 ცალი ფეიერვერკი უნდა შეიძინოს. გამარჯვებულმა ასევე, უნდა უზრუნველყოს მათი გაშვება 31 დეკემბრის 12:00 საათზე.

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს საახალწლო მანათობელი ფიგურების შეძენა-მონტაჟისთვის  171 485 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170014211) გამოაცხადა,  თუმცა, შესყიდვით არც ერთი პრეტენდენტი არ დაინტერესებულა.


Print