ახალი ამბები
საქართველოს "დავით ყიფიანის" სახელობის თასის მფლობელი 2 დეკემბერს გამოვლინდება
FaceBook
2 დეკემბერს გორის "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე საქართველოს "დავიდ ყიფიანის" თასის ფინალი გაიმართება.
ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" და ჩემპიონატის მეხუთე ადგილოსანი საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდებიან.

ქუთაისელებს დუბლის გაფორმების შანსი აქვთ, რაც შეეხებათ,  საჩხერლებს, მათ მოგება სჭირდებათ, რომ ევრო ტურნირებზე იასპარეზონ.
მატჩი 2 დეკემბერს 15:15 საათზე დაიწყება.

ქუთაისის "ტორპედომ "15 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გუნდის სტატუსი, 26 ნოემბერს თბილისის "დინამოსთან" შეხვედრის შედეგად კვლავ მოიპოვა.

ავტორი: ბაქარ ლიკლილაძე
Print