ახალი ამბები
საახალწლო ფეიერვერკებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებენ
FaceBook
საახალწლო ფეიერვერკებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენლების  განმარტებით,  ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკაზე მოთხოვნაც იზრდება და რადგან საქართველოში სამოქალაქო დანიშნულების პიროტექნიკის უსაფრთხოების კონტროლი არ ხდება, საჭიროა თავად მოქალაქეებმა გამოიჩინონ ყურადღება.

"ყოველწლიურად, ბევრი ადამიანი ზიანდება პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას სიფრთხილისკენ,"- ნათქვამია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" - ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





Print