ახალი ამბები
ქუთაისის "ეტალონი" მოსწავლე დემეტრე ჯავახაძე გახდა
FaceBook
ქუთაისში გამართულ "ეტალონის" ჩემპიონატში 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, დემეტრე ჯავახაძემ გაიმარჯვა.

მან ჯამში 80 ქულა აიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი  ქუთაისის კერძო სკოლა "იმედის" მოსწავლეს, გიორგი ამბროლაძეს ერგო. მესამეზე კი, ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლე, ნუცა ცირეკიძე გავიდა.

გამარჯვებული ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გამოვლინდა. 

"პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან წამახალისებელი და სტიმულის მომცემია. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი დონე და განათლება", - ამბობს განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, მაყვალა ქობულაძე.

''ქუთაისის ეტალონი 2017 წლის მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გაზაფხულზე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
Print