ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ კომისიების ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია იმუშავებს.

კომისიების შემადგენლობა დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

დამტკიცებული შემადგენლობების მიხედვით, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე იქნება. კომისიის შემადგენლობაში ლაშა გვენეტაძე, ელეონორა არჩია, დავით წულეისკირი და გიორგი უკლება იმუშავებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ კახაბერ ბოჭორიშვილი, ხოლო  კომისიის შემადგენლობაში  გიორგი ჭეიშვილი, მარეხი ნიჟარძე, იმედა საღინაძე, ნანა კოსტავა, ამირან კოპალეიშვილი, მერაბ კვიცარიძე, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, ბესიკ ბრეგაძე, გრიგოლ შუშანია არიან. 

ქონების მართვის, ეკონომიკისა და საქალაქო მეურნეობის მართვის კომისიის თავმჯდომარე  გიორგი ჭეიშვილია. კომისიის შემადგენლობაში კახა ბოჭორიშვილი, მარეხი ნიჟარაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, ნანა კოსტავა, მაია სიმონიძე, ელეონორა არჩაია, ლაშა გვენეტაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, იმედა საღინაძე ბესიკ ბრეგაძე, გრიგოლ შუშანია, ვლადიმერ კლდიაშვილი და დავით გოგისვანიძე არიან.

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიას ოთარ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში დავით წულეისკირი, მამუკა რიჟამაძე, რამაზ ჩიკვაძე, ალეკო ახალაძე, ირაკლი შენგელია, ვლადიმერ კლდიაშვილი იმუშავებს.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ საკრებულომ მამუკა რიჟამაძე დაამტკიცა. კომისიის შემადგენლობაში მერაბ კვიცარიძე, დავით გოგისვანიძე, მაია სიმონიძე, ვლასი გარდაფხაძე, გიორგი უკლება იმუშავებს.

ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის რიგით მეორე სხდომაზე, საკრებულოს კომისიის შემადგელობა დამტკიცების გარდა, მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე ქუთაისის მერიას საკრებულომ თანხმობა მისცა.



Print