ახალი ამბები
"უნდა მივცეთ დრო" - საკრებულოს თავმჯდომარე ქუთაისის მერზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ სხდომაზე ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას არყოფნის შესახებ განმარტება გააკეთა.

"გიორგი ჭიღვარია რამდენიმე წუთის წინ მოვიდა მერიაში და გადაიბარა ქალაქის მერის პოსტი. აქედან გამომდინარე, უნდა მივცეთ დრო და აუცილებლად ყველა კითხვაზე იქნება პასუხები გაცემული," - განაცხადა ნიკა ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქის მერისგან რეორგანიზაციის საჭიროების ახსნას მოითხოვეს. მათ ასევე სხდომაზე ქუთაისის მერის არყოფნა გააკრიტიკეს, რის გამოც, დაგეგმილ რეორგანიზაციას მხარი არ დაუჭირეს.

ამ წუთებში ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის რიგით მეორე სხდომა მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობაში განსახორციელებელი რეორგანიზაციის საკითხი უკვე დაამტკიცეს. ამის გარდა, საკრებულო დღესვე კომისიების შემადგელობაც უნდა დაამტკიცოს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ქუთაისიპოსტთან საუბარში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც, ქალაქის ახლადარჩეული მერი, გიორგი ჭიღვარია  საკრებულოს სხდომას არ ესწრება.

გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების განხორციელების შესრულებას 29 ნოემბერს შეუდგა.



Print