ახალი ამბები
"მოვიდა ახალი გუნდი და ბუნებრივია, მოხდება რეორგანიზაცია" – ნიკოლოზ ლატარია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ  ნიკოლოზ ლატარიამ  თვითმმართველობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ განმარტება გააკეთა.

"მოვიდა ახალი გუნდი და ბუნებრივია, მოხდება რეორგანიზაცია, მაგრამ რეორგანიზაცია არ გულისხმობს შემცირებებს. ყველა პროფესიონალი გააგრძელებს მუშაობას, თუმცა, აუცილებელია განახლებები და უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს ქუთაისი," - განაცხადა  ნიკოლოზ ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქის მერისგან რეორგანიზაციის საჭიროების ახსნას მოითხოვეს. მათ ასევე სხდომაზე ქუთაისის მერის არყოფნა გააკრიტიკეს, რის გამოც, დაგეგმილ რეორგანიზაციას მხარი არ დაუჭირეს.

გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების განხორციელების შესრულებას  29 ნოემბერს შეუდგა.

Print