ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს წევრებმა ბათუმის სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს,  დეპუტატებმა ბათუმში  სასტუმრო "ლეო გრანდში" დაღუპულებს პატივი მიაგეს. 

ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის რიგით მეორე სხდომაზე,  საკრებულოს კომისიის შემადგელობა უნდა დაამტკიცონ.  

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, რომლებიც დროულად იქნენ გადაყვანილი კლინიკაში.

საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
შეგახსენებთ, რომ მზგავსი ფაქტი ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს დაფიქსირდა, სასტუმრო "არმაზი" დაიწვა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.





Print