ახალი ამბები
ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 30 დეკემბრიდან იწყება
FaceBook
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგები, სულ 17 დღე გაგრძელდება და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს აღდგება.

აღნიშნული წესით ზამთრის არდადეგები, მხოლოდ საჯარო სკოლებში რეგულირდება, ხოლო კერძო სკოლები არდადეგების დაწყების და დასრულების საკითხს თავად არეგულირებენ.



Print