ახალი ამბები
"მიზერული თანხებით მაქსიმუმს აკეთებდნენ" - შოთა მურღულია თანამშრომლებს დაემშვიდობა
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 5 წლიანი მუშაობა შეაფასა და თანამშრომლებს გამოემშვიდობა.
"გვახსოვს ის პერიოდი, როცა მერები ძალიან მალე იცვლებოდა ქუთაისში, ახლა კი ქუთისის ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში არის ყველაზე სტაბილური ორგანიზაცია. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ქუთაისი გულშემატკივარი. მადლობა სამსახურების უფროსებს, მადლობა თანამშრომლებს. მე ვხედავდი, რომ მიზერული თანხებით მაქსიმუმს აკეთებდნენ", - ასე გამოემშვიდობა ქალაქის პირველი არჩეული მერი შოთა  მურღულია თანმშრომლებს დღეს.

მან ასევე, ქალაქის ახალ მერს, გიორგი ჭიღვარიას წარმატებები უსურვა.

ქალაქის მერმა თანამშრომლებთან დამშვიდობებასთან ერთად, მან 2013 წლის ნოემბრიდან ამდრომდე მისი და თანამშროლების მუშაობა შეაჯამა. 

საპროტესტო აქციები, გახმაურებული მშენებლობები, საქალაქო ტრანსპორტზე ტარიფის მომატება, წაგებული სასამართლო პროცესები,სოციალური საცხოვრისი, აისო სერთიფიკატი, - ეს იმ საკითების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქუთაისის პირველ არჩეულ მერს, შოთა მურღულიას უკავშირდება.

როგორ აფასებს თავის მუშაობას, თვლის თუ არა რომ საკუთარ ამომრჩევლებს თავი კარგ მერად დაამახსოვრა, რა იყო მისი მერობის პერიოდში განხორცილებული ყველზე მასშტაბური პროექტი, ქონდა თუ არა ჩავარდნა, რაზე წყდება გული და რა რჩევას აძლევს ქალაქის მომავალ მერს – ამ თემაზე ქუთაისიპოსტის სტუდიაში შოთა მურღულიას შეფასება.

იგი მერის მოვალოების შემსრულებალდ 2013 წლის ნოემბერში დანიშნა, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების შედეგად ქალაქის მერი გახდა.

შოთა მურღულიას, სამუშაო კაბინეტს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებას რადგან, გიორგი ჭიღვარია საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას 29 ნოემბრიდან უნდა შეუდგეს.


Print