ახალი ამბები
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი - მზად ვართ სტიქიით დაზარალებულები დავაბინავოთ
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ხვალ ტანსაცმელს და საკვებს გაუგზავნიან.
"ქუთაისში ახალგაზრდულ ცენტრში გროვდება ტანსაცმელი და საკვები, რომელიც მალე არ ფუჭდება. ხვალ, დილით ადრე გავგზავნით თბილისში. დაგვიკავშირდით! თუკი, რომელიმე უსახლკაროდ დარჩენილი გადაწვეტს ქუთაისში წამოსვლას, ჩვენ მზად ვართ დავაბინავოთ და უზრუნველვყოთ მათი საცხოვრებელი!", - ნათქვამია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლების მიერ გვრცელებულ ინფორმაციაში. 
Print