ახალი ამბები
"გზების გაწმენდა არ იქნება პრობლემა" – "სპეციალურ სერვისებს" 100 ტონა ტექნიკური მარილის მარაგი აქვს
FaceBook
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით "ააიპ სპეციალურმა სერვისებმა" დამატებით 60 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა. ორგანიზაციის  ხელმძღვანელის, გელა გაგუას თქმით, თოვლის და ყინულისთვის სამსახურის განკარგულებაში 2016 წლის ზამთრის სეზონიდან დარჩენილი 40 ტონა მარილი იყო. თუმცა,  ორგანიზაციამ კიდევ 60 ტონა ტექნიკური მარილი შეისყიდა.

ამისთვის,  სპეციალურ სერვისებს 14 700 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170014285) ჰქონდა გამოცხადებული. სადაც "შპს დაფნამ" გაიმარჯვა, რომელიც ბიუჯეტიდან 14 600 ლარს მიიღებს.

"გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, უკვე პროცედურები დასრულებულია და ვგეგმავთ, რომ მომავალი კვირიდან მოხდება 60 ტონა მარილის ეტაპობივად შემოტანა და მარაგის შევსება. ამისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან 14 600 ლარი იქნა გამოყოფილი. ახლა ჩვენი ტექნიკური მარილის მარაგი სულ 100 ტონა იქნება", - ამბობს "ააიპ სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა.

მისი თქმით, გარდა ტექნიკური მარილისა და ინერტული მასალისა, უამინდობის დროს საჭირო სპეციალური 8 მანქანა უკვე მზადყოფნაშია.

"2 სპეციალური მანქანაა, რომელიც ავტომატურად ახორციელებს მარილის მოყრას გზებზე, ასევე არის 3 მანქანა, რომელსაც ნიჩაბი აქვს მიმაგრებული და 2 ჩვეულებრივი მანქანა, საიდანაც მარილის გადმოყრა ხორციელდება. გარდა ამისა,  გვყავს  ერთი გრეიდერი, რომელსაც ახლახანს გამოვუცვალეთ საბურავები. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ როგორი თოვლიც არ უნდა მოვიდეს, სკოლამდე, საბავშვო ბაღებამდე და სხვადასხვა ადგილებამდე მისასვლელი გზების , რა თქმა უნდა, მუდვმივად მოხდება საავტომობილო გზების გაწმენდაც", - განმარტავს ჩვენთან საუბარში "ააიპ სპეციალური სერვისები" ხელმძვღანელი, გელა გაგუა. 

გარდა ამისა, "ააიპ სპეციალურმა სერვისებმა" 400 კბ/მ ტექნიკურ მარილში შესარევი წვრილმარცვლოვანი გარეცხილი ქვიშის შესყიდვისთვის მიმდინარე წლის 24 ნოემბერს 10 800 ლარის ტენდერი (SPA170014818) გამოაცხადა.  

გასულ წელს ზამთრის სეზონისთვის ადგილობრივმა თვითმართველობამ 52 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა.
Print