ახალი ამბები
"სკოლის საპირფარეშოში არ იყო საპონი" - ქუთაისში საჯარო სკოლები შემოწმდა
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლების სანიტარულ-ჰიგიენური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების მიერ, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი ქალაქში არსებულ 38- ვე საჯარო სკოლაში განხორციელდა. რესურცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძეს ინფორმაციით, სკოლების შემოწმების პროცესში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

"პრობლემები არის, როგორ არ არის, თუმცა, ისეთი რომ მნიშვნელოვანი იყოს არაფერი. მაგალითად, იყო ისეთი შემთხვევები, როცა სკოლის საპირფარეშოში არ იყო საპონი, ჩვენ ამის თაობაზე მივეცით გაფრთხილება სკოლის ადმონისტრაციას და მათაც გაითვალისწინეს და გამოასწორეს ფაქტი,"-  ამბობს ვაშაკიძე.

ვაშაკიძეს თქმით, იქედან გამომდინარე, რომ სკოლაში სისუფთავის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესია, მონიტორინგი ქუთაისის სკოლებში მუდმივ რეჟიმში, უწყვეტად გაგრძელდება.

"ყოველ კვირას იქნება სკოლის შემოწმებები," - ამბობს ვაშაკიძე.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები არ იქნება დაცული, ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინიტროში გადაიგზავნება.

ქუთაისის სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული მონიტორინგი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებზე კოტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მონიტორინგის გამკაცრების შედეგად ათობით დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.


ამავე თემაზე:

"სისუფთავე არ იყოს სკოლაში ეს არის უპატიებელი" - ქუთაისში სკოლებს ამოწმებენ

Print