ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში თბილ და უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა, 28 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი.  

"29-ში ველოდებით წვიმას, ჰაერის ტემპარატურაც დაიკლებს დაახლოებით 9-11 გრადუსამდე.  მერე კი გამოიდარებს",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვავაზავა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში პირველი დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით უმეტესად თბილი ამინდებია  ნავარაუდევი. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურა 14-19 გრადუსამდე გათბება.
Print